ნახეთ, რისთვის ემზადება მანსურის ბატალიონი ჩეჩნეთში

შეიხ მანსურის მოხალისეთა ჩეჩნური ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, ჩეჩნეთში სამხედრო ოპერაციებისთვის მზადება დაიწყეს.

ამის შესახებ ბატალიონის სპიკერმა – ისლამ ბელოკიევმა განაცხადა.
მისი თქმით – ჩეჩნეთის ტერიტორია დაყოფილია სამ ფრონტად (ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი) და 16 სექტორად, რომლებშიც უკვე მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა ადგილობრივ მოსახლეობასთან: მდებარეობის, მოძრაობის მარშრუტების, მტრის იარაღის ტიპისა და რაოდენობის დასადგენად.

ბატალიონის სპიკერმა ასევე დასძინა, რომ მათ იციან მტრის პოზიციები, ბაზები და სხვა საჭირო ინფორმაცია…