ნახეთ, უკრაინამ ბახმუტში რამხელა წარმატებას მიაღწია

დონეცკის ოლქის პოლიციის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამით ააფეთქეს საკვანძო ხიდი, რომელიც აკავშირებს ალყაში მოქცეულ ქალაქ ბახმუტს მიმდებარე სოფელ ხრომოვესთან.

ქალაქ კონსტანტინევკას პოლიციამ CNN-ს განუცხადა, იმედოვნებენ, რომ ხიდის შეკეთება უახლოეს დღეებში მოხდება, რადგან ის სასიცოცხლო მნიშვნელობის არტერიაა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ასევე, ისეთი მარაგების გადაადგილებისთვის, როგორიცაა საბრძოლო მასალა.

მათივე განცხადებით, ხიდზე გადის უკანასკნელი მთავარი მომარაგების მარშრუტიც, ბახმუტიდან ქალაქ ჩასივ-იარის მიმართულებით. 

პოლიციის განცხადებით, ჯარისკაცებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ქალაქში შესვლა შემოვლითი გზების გამოყენებით. ბახმუტში, სადაც სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ჯერ კიდევ რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები: