ნედ პრაისმა განცხადება გააკეთა, რითაც ყველა იმ ადამიანს ცივი შხაპი გადაასხა ვინც ამბობდა, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და მძინარე ცხინვალი დაბომბა. პრაისის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ზუსტად იმავე მეთოდებს იყენებს რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში, როგორსაც იყენებდა 2008 წელს.
“დეკემბერში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ NATO და აშშ დაადანაშაულა “პროვოკაციების ჩადენის” დაგეგმვაში, დონბასის რეგიონში უკრაინისთვის “გაურკვეველი ნივთიერების ავზების” მიწოდებით. ეს პირდაპირ რუსეთის კარგად აღწერილი სახელმძღვანელოდანაა, მასში შედი უკრაინასა და საქართველოში წინა შეჭრებისა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში დეზინფორმაციული სპეცოპერაციები, სირიის ჩათვლით, სადაც რუსეთი აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დასაცავად.”
მათი სტრატეგია არ იცვლება, ცდილობენ პროვოკაციაზე წამოაგონ სახელმწიფოები და შემდეგ მათი ინტერვენცია დაიწყონ.