გვაშფოთებს ინსპექტორის სამსახურის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა – მარია ქრისტინა ვან კოლდამი

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მარია ქრისტინა ვან კოლდამი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ “ოცნების” კანონპროექტს ეხმაურება და წერს, რომ პროცესით შეშფოთებულები არიან.

“გვაშფოთებს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა, რაც გამოიწვევს მთელი პერსონალის გათავისუფლებას. საჭიროა, ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები, მათ შორის თავად სახელმწიფო ინსპექტორთან. ნდობა და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – წერს მარია ქრისტინა ვან კოლდამი

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს გუშინ, პირველი მოსმენით მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტზე მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა დღეს, 30 დეკემბერს გაგრძელდება.

შეგახსენებთ პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება 25 დეკემბერს დაჩქარებული წესით მიიღო.