ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოიტანს

“მთავარი არხის” დამფუძნებლის – ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მოსამართლე დღეს 10:00 საათზე გამოიტანს განაჩენს. საქმე “რუსთავი 2” -ს და გვარამიას სწორედ ამ არხში არსებულ ფინანსურ დავებს ეხება.

საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია და მედია მენეჯერი გვარამია, ელოდება მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას.

მან გუშინ განაცხადა, რომ ნებისმიერი განაჩენისთვის იგი მზად არის, ოღონდ პირობას აძლევს “ქართულ ოცნებას”, რომ იგი გირაოს თანხას არ გადაიხდის და მზად არის ციხეში ჩაჯდეს.