გრემის სამეფო ნაგებობა აღარ არსებობს-ნოდარ ბახტაძე

“ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის” პროფესორი ნოდარ ბახტაძე, საკუთარი “ფეისბუკ”-გვერდის მეშვეობით ეხმაურები გრემის სამეფო ნაგებობას,რომელიც უკვე აღარ არსებობს.

“2022 წელი. ეროვნული მნიშვნელობის/კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა კომპლექსის დაცვის ზონის შუაგულში, უკანონონოდ გაყიდულ ნაკვეთზე, უკანონოდ გაცემული მშენებლობის ნებართვით, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, მოსახლეობის და საპატრიარქოს პროტესტისა, უტიფარმა ბიზნესმენმა სასამართლოს ძალით შეჩერებული კომერციული ობიექტის მშენებლობა ერთი თვეა რაც გააგრძელა. ნაქალაქარ გრემის სამეფო უბანში, ზუსტად ამ ადგილზე, გასული საუკუნის 70-იან წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის მიერ არქეოლოგიურად გამოვლენილი, მე-16 საუკუნის სამეურნეო ნაგებობა, დიდი ალბათობით აღარ არსებობს… მხოლოდ მე-20 საუკუნეში გამოცემულ წიგნებში შემოგვრჩა მისი ფოტოები და ანაზომები. კიდევ რამდენ მიწისქვეშა ძეგლს ანაგურებს, არ ვიცით – ირგვლივ ტერიტორია ჯერ შეუსწავლელია არქეოლოგიურად, ზედაპირზე კი კედლების კვალი აშკარად ჩანდა ამ ვანდალიზმის დაწყებამდე. აი, იხილეთ, მთავარანგელოზთა ტაძრის ჩრდილშიც მუშაობენ გამალებით და ღამითაც…’