ოკუპანტები ოდესას უტევენ

გვიან ღამით, რუსებმა ოდესის რეგიონში ზატოკას ხიდზე კამიკაძე წყალზედა მცურავი დრონის გამოყენებით მიიტანეს იერიში.

ზატოკას ხიდი გახლავთ ოდესიდან მოლდოვა/რუმინეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო კვანძი, რომეზედაც იერიში რუსებმა გასული წლის აპრილშიც მიიტანეს.

მომხდარში საინტერესოა ის, რომ რუსებმა ზატოკას ხიდზე თავდასხმისათვის გამოიყენეს აქამდე უკრაინელების მიერ გამოყენებადი ტექნიკა და ხიდს კამიკაძე მცურავი ნავით დაარტყეს,

სავარაუდოდ, რუსებმა ყირიმზე თავდასხმებისას გამოყენებადი უკრაინული (დასავლური წარმოების) წყალზედა მცურავი დრონების ნაწილებიდან დააკოპირეს ტექნოლოგია და საკუთარი ასიმეტირიული საბრძოლო გამოყენების მცურავი კამიკაძე ნავი შექმნეს,

ფაქტი საინტერესოა იმითაც, რომ უკრაინელები საკუთარ კამიკაძე ნავებზე იყენებდნენ ილონ მასკის “სტარლინქის” სატელიტურ მიმღებ მოწყობილობას, რაც შორი დისტანციიდან, რეალურ დროში იძლეოდა კამიკაძე ნავის მართვის საშუალებას,

თუმცა ბოლო პერიოდში, მასკმა აუკრძალა უკრაინას “სტარლინქის” სატელიტური სისტემის საბრძოლო გამოყენება, კერძოდ აკრძალავა შეეხო საბრძოლო საფრენოსნო და მცურავ დრონებს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აფერხებს უკრაინის მიერ ასიმეტრიული ომის წარმოების შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, როგორც ჩან რუსეთმაც მიბაძა უკრაინას და შავი ზღვის სანაპიროზე, უკრაინელთა მიერ დასავლური და სამამულო წარმოების შორი მოქმედების სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემების განთასვების შედეგად რუსული საზღვაო ძალების მნიშვნელოვნად შეკავების ფონზე, ზღვაზე ჰიბრიდული ტექნოლოგიების გამოყენებით ასიმეტრიული ომის წარმოებაზე გადაერთო.

აღნიშნული კი აჩენს რეალურ საფრთხეებს, რუსეთის მიერ როგორც ზღვაზე სამხედრო სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნების კუთხით,რომელიც დაკარგა რუსეთმა უკრაინული კამიკაძე წყალზედა/წყალქვეშა დრონების გამოყენების მეშვეობით, ისე სამოქალაქო დანიშნულების მცურავი საშუალებებისთვის – ინფორმაციას ავრცელებს World Military.