ოკუპანტები “ქართულ ლეგიონს” ემალებიან

როგორც მოგეხსენებათ, “ქართული ლეგიონი” უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანაყოფია, რომელიც უამრავ პროფესიონალ სამხედრო პირს აერთიანებს.

მათ განაცხადეს, რომ კონკრეტულად ერთი ოკუპანტი, რომელიც სისასტიკით გამოირჩეოდა, ისინი მიზანში ამოიღებდნენ.

ოკუპანტი, რომელმაც უკრაინელი ტყვე მხეცურად აწამა და მოკლა, სავარაუდოდ, უკვე რუსეთშია და ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში კანტუზიას მკურნალობს და იმალება – წერს რუსული გამოცემა Astra.

39 წლის ვიტალი აროშანოვი წარსულში ნასამართლევია. 2009 წელს ის მკვლელობის მუქარის გამო დააკავეს.

ჟურნალისტებმა მას ინტერნეტში გამოქვეყნებულ ტელეფონის ნომერზე დაურეკეს და უკრაინელი ჯარისკაცის წამებაზე შეკითხვა დაუსვეს.

“უკომენტაროდ და აღარ დამირეკოთ, თორემ გიჩივლებთ” – თქვა მან.