ოლენა ზელენსკა ამერიკაში გაემგზავრა

ოლენა ზელენსკა ამერიკაშია.

მისი ფეისბუქ სტატუსი :

“სამგზავრო თვითმფრინავები უსაფრთხოდ დაფრინავენ, ადამიანები ქუჩაში უშიშრად გადაადგილდებიან და საჰაერო განგაშის ხმები არ ისმის.

უჩვეულო შეგრძნებაა, ომის მეხუთე თვეს აღმოჩნდე ქვეყანაში, სადაც ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მე ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისთვის ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდეს უკრაინაშიც.

აქ პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის მოწვევით ვარ, მან უკრაინა მაისში მოინახულა და საკუთარი თვალით ნახა და ესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც ომის გამო სახლები და ახლობლები დაკარგეს.

ახლა ჩემი ჯერია, რომ აშშ-ში უკრაინელების საჭიროებებზე ვისაუბრო.

შევხვდი სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რომლის პოზიციაც, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი, არ შეცვლილა.”