ოლიგარქის დავალებით იღუპება სააკაშვილი

პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი – გოშევსკა, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება და კლინიკა “ვივამედს” სთხოვს, რომ სააკაშვილის გადაყვანაში დაეხმარონ პოლონეთში.

“საქართველოს ციხეში, ახლა საავადმყოფოში, რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. ეს, როგორც ჩანს, პირველი შემთხვევაა ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომ პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ, ბრალდებები მის წინააღმდეგ არის აბსურდული, რომ არცერთი ევროპული სასამართლო არ დაიწყებდა საქმის წარმოებასა და განხილვას, მაგრამ ახალა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, უფრო მეტად ადამიანურობაზე გავამახვილებ ყურადღებას. საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფს, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა, ასევე მისთვის შეუძლებელია ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ, ეს ბარბაროსობაა, რასაც არაფერი საერთო არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას” | პოლონეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მალგოჟატა გოშევსკა