ომის მეექვსე დღე

უკრაინის თავისუფლების ბრძოლის მეექვსე დღეა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. ამ ექვსი დღის განმავლობაში უამრავი სამხედრო ექსპერტი,პოლიტოლოგი, კორესპონდენტი და პოლიტიკოსი სკეპტიკურად უყურებდა უკრაინის “წინააღმდეგობის მოძრაობას” რუსების წინააღმდეგ,ბევრმა მათგანმა კიევის დაცემა ივარაუდა 96 საათში,ზოგიერთმა კი მთლიანად უკრაინის დაცემა 5 დღეში.. და რა ხდება რეალურად? ომის მეექვსე დღეა დღეს და რუსეთის ფედერაციას ხელშესახები წარმატება არ მოუპოვებია,მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ წერტილში ინიციატივა უკრაინელების ხელშია. ამ ხალხმა საკუთარი ერთობით, ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმით უდიდესი აღიარება მოიპოვეს მთელს მსოფლიოში. დაძინებული ევროპა და შუაშისტი სახელმწიფოები,რომლებიც უბრალოდ რესურსებს ინახავდნენ და სიტუაციის შორიდან ყურებით იყვნენ დაკავებულში, ჩაერთვნენ ამ ომში, ნათელი მაგალითია: შვედეთი და გერმანია.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი – პუტინი,ფიქრობდა, რომ უკრაინის და მისი დედაქალაქის აღებისთვის მისი მობილიზების 50% საკმარისი იქნებოდა, თუმცა რეალობა მივიღეთ რადიკალურად სხვა. უკრაინელმა მამაცმა ჯარისკაცებმა მტერს უდიდესი მატერიალური და ფიზიკური ზარალი მიაყენეს, ზუსტი ციფრების დასახელება რთულია, თუმცა საუბარია დაახლოებით 4 500 რუსი სამხედროს განადგურებაზე. უკრაინელი მოქალაქეების წვლილი ამ წარმატებაში არის უდიდესი,ისინი დისციპლინით და ერთობით გამოირჩევიან, ემორჩილებიან მთავარსარდლის ყველა თხოვნას და მოთხოვნას. მათი უდიდესი დამსახურებით განეიტრალებულია ასამდე დივერსიული ჯგუფი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უკრაინის ჯარის ფორმით დაიარებოდნენ ქუჩებში, მაგრამ ხალხის და სამხედროების ოპერატიულობის შედეგად ამოცნობილ იქნა თითქმის ყველა მათგანი.

აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უკრაინა ყოველდღე უფრო და უფრო უახლოვდება ევროკავშირის წევრობას. მთელი რიგი დახმარებების პაკეტი მოდის ცივილიზებული სამყაროდან, ტექნიკის და ფინანსური რესურსის სახით. ეს არის მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ბრძოლები ყოველდღე უფრო მეტად კონტაქტური გახდება. თურქული “ბაიარაქტარები”, “ჯაველინები” და თანამედროვე ტიპის საბრძოლო ვერტმფრენების გადაცემა უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და პირველ ეტაპზეც იყო.

გუშინ, აფხაზეთში დაბადებულმა ჩვენიანმა – დავით არახამიამ, ოფიციალურად წარმოადგინა უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდაზე ალექსანდროვკაში ,თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, უშედეგოდ დასრულდა ეს საუბარი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ უფრო მეტად დაიძაბება სიტუაცია უახლოეს დღეებში. რუსული რესურსები ნელ-ნელა ილევა, ჯარში შეინიშნება პანიკა და უკრაინელები კი,ოპერატიულად მუშაობენ. უკრაინა დგას და თავისუფლების მოყვარული ხალხი მუდამ იმარჯვებს!

გასაოცარია მათი ჟინი და შემართება. Слава Украінї!