ომის მესამე დღე -რა ხდება უკრაინაში

უკრაინის პრეზიდენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის დაიღუპა 3 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი, ხოლო 200-მდე ტყვედ არის აყვანილი.

კიევის ზოოპარკის მიმდებარედ ხანძარია. ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში სროლების ხმა ისმოდა. შეტაკებების გამო კიევის მერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ.

კიევის ერთ-ერთ მეტროსთან, უკრაინელებმა რუსული კოლონა გაანადგურეს.

უკრაინის სახმელეთო ძალების განცხადებით, რუსი სამხედრო დამნაშავეები კიევში, თავისუფლების გამზირზე ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს უტევდნენ. უკრაინელებმა შეტევა მოიგერიეს

უკრაინულმა არმიამ სამხრეთით მდებარე ქალაქი ნიკოლაევი დაიბრუნა.

ბელარუსში, უკრაინის საზღვრიდან 32 კილომეტრში 150-მდე სატრანსპორტო ვერტმფრენი და სახმელეთო ჯარია დაფიქსირებული. ამის შესახებ Reuters Maxar-ის სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.


„და ბოლოს, “არსებობს ინფორმაცია, რომ მტრის ნომერ პირველი სამიზნე ვარ,“ — თქვა გუშინ ზელენსკიმ, თუმცა, Washington Post-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების შეთავაზებას, მოსალოდნელი საფრთხეების გამო უკრაინის ტერიტორიის დატოვებაზე, ის არ დათანხმდა.