ორი რუსული რაკეტა რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 10:18 საათზე, რუსეთის ორმა ფრთოსანმა რაკეტა „კალიბრმა“ გადაკვეთა უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი.

ზალუჟნის თანახმად, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, რუსულმა რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც დაბრუნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში, სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში. რუმინეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა.