ოფიციალური განაცხადი-რუსების დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 10 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  

  • ჯარისკაცი – დაახლოებით 156 990;
  • ​ტანკი – 3 448;
  • ჯავშანტექნიკა – 6 742;
  • საარტილერიო სისტემა – 2 475;
  • სარაკეტო სისტემა – 491;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 256;
  • თვითმფრინავები – 304;
  • ვერტმფრენი – 289;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 107;
  • საკრუიზო რაკეტები – 907;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 337;
  • გემი/ნავი/კატარღა – 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა – 240.