უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 1 მარტამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
- ჯარისკაცი – დაახლოებით 150 605;
- ტანკი – 3 397;
- ჯავშანტექნიკა – 6 658;
- საარტილერიო სისტემა – 2 398;
- სარაკეტო სისტემა – 480;
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247;
- თვითმფრინავები – 300;
- ვერტმფრენი – 288;
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 058;
- საკრუიზო რაკეტები – 873;
- საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 264;
- გემი/ნავი/კატარღა – 18;
- სპეციალური აღჭურვილობა – 230.