ოქრიაშვილი: “ოცნება” მალე ხალხი სახლში გაგიშვებს

პარლამენტის წევრმა – კახა ოქრიაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ისაუბრა ქართული ოცნების მოსალოდნელ კრახზე.

დღეს ბიძინა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, განცხადება გააკეთა – არ ვარ ოლიგარქიო. თუ ოლიგარქი არ არის და პოლიტიკასთან არაფერი აკავშირებს, მაშინ მთელი სამთავრობო გუნდი და შპს  „ოცნება“, თავისი ტელევიზიებით, რატომ იცავს კერძო პირ ბიძინა ივანიშვილს და მის ფულს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ – რა სტატუსით და უფლებამოსილებით  იცავენ, პრესსპიკერები არიან თუ ადვოკატები?! გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი და თავი დაიცვას. 

ეს ხდება იმიტომ, რომ ივანიშვილი არის ერთადერთი მმართველი, ოლიგარქ-მონარქი, რომელმაც საქართველოში  ჯერჯერობით არაშთამომავლობითი მონარქია ჩამოაყალიბა. ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მმართველიც, მოსამართლეც, არქიტექტორიც, რეჟისორიც, გროსმეისტერიც და ექიმი-გინეკოლოგიც.  
 
 „ოცნებამ“ ივანიშვილის თაოსნობით, თუ მის გარეშე, ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა: ეკონომიკა შეამცირა, ლარი გააუფასურა და ამით ადამიანების შემოსავალიც შეამცირა და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, „ოცნებამ“ ეს ივანიშვილთან ერთად გააკეთა, თუ მის გარეშე. მათ 10-წლიანი ვადა  ჰქონდათ, მაგრამ ქვეყანა გააპარტახეს და უნდა წავიდნენ. 

ქართველი ხალხი თქვენ მალე გაგიშვებთ!  ” წერს ოქრიაშვილი