“ოცნებამ” ზურაბიშვილის ყველა ვიზიტი დაბლოკა

საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ, მისი ყველა ვიზიტი ბრიუსელში დაბლოკა და არ მისცა მას საშუალება წასულიყო დიპლომატიის დედაქალაქში და შეხვედროდა ევროპელ ლიდერებს.

ამის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუ საკუთარი ინიციატივით წავიდა ეს კონსტიტუციის დარღვევაა და ამ ამბებს “გაერკვევიან”.

ზურაბიშვილის გამოსვლამ დიდი მითქვა-მოთქმა გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, თუმცა ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი ხმას იმაღლებს და აკრიტიკებს ხელისუფლებას, წესით ცუდი ინდიკატორი არ უნდა იყოს.