“ოცნება” ზურაბიშვილის იმპიჩმენტს გეგმავს?

გუშინ, პარლამენტის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტმა – სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნება” დაადანაშაულა იმაში, რომ მას არ მისცეს უფლება ბრიუსელში წასულიყო და შეხვედრები ჩაეტარებინა ევროპელ ლიდერებთან,მაგრამ ზურაბიშვილმა ეს ვიზიტები არ გადადო და საკუთარი სურვილით ესტუმრა დიპლომატიის დედაქალაქს. ამ ყველაფრის საპასუხოდ, გუშინ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა და ამ ფაქტებში გაერკვევიან.

დღეს, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლოს საქართველოს პრეზიდენტს, რადგან მათი აზრით ეს იყო კონსტიტუციის უხეში დარღვევა. თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამას დაადასტურებს, მოსალოდნელია მმართველმა პარტიამ დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს იგი დაკავებული პოზიციიდან.

პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება, რაც “ოცნებას” არ აქვს. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთი რამ ნათელია, სალომე ზურაბიშვილი მმართველი პარტიის სრულ ნარატივს არ იმეორებს და კრიტიკასაც არ აკლებს ხოლმე.