ოპოზიციის 41 დეპუტატის ხელმოწერის შემდეგ, სადაც საუბარი იყო საპარლამენტო რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რიგგარეშე სხდომის დანიშვნას და საჭირო იყო კვორუმის არსებობა, რათა შემდგარიყო სხდომა. “ქართულმა ოცნებამ” კი გადაწყვიტა ეს სხდომა არ ჩაატარებინოს ოპოზიციას და არ გამოცხადდა საკანონმდებლო ორგანოში.
ოპოზიციას სურდა სოლიდარობა გამოეცხადა მოძმე უკრაინელებისთვის და მიეღო რეზოლუცია, რომელშიც ჩაიწერებოდა ყველა ის ფაქტი, რაც რუსეთმა ჩაიდინა. მმართველმა პარტიამ კი გადაწყვიტა არ მიეღო მონაწილეობა ამ სხდომაზე და ჩააგდო იგი.