პავილიონისი: საქართველო კარგავს შესაძლებლობებს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ჟიგიმანტას პავილიონისი გამოეხმაურა ნიკა გვარამიას დაკავებას:

“როგორც ჩანს, “ქართული ოცნებას” სურს, რაც შესაძლებელია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის დემოკრატიული მიღწევების გასანადგურებლად და დაუშვას ყველა შეცდომა – მათ შორის უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადების ნაწილში, ასევე ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის შესახებ ისტორიული განხილვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის დაკავების ნაწილში. სამწუხაროა იმის ყურება, როგორ კარგავს საქართველო შესაძლებლობას”