პერსპექტივა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინა – რუსეთს შორის მოლაპარაკებებს ხშირ შემთხვევაში ბელორუსი მასპინძლობს,მაგრამ იყო შემთხვევები,როდესაც თურქეთში შეხვდნენ ერთმანეთს კულება და მისი კოლეგა ლავროვი. მოლაპარაკებების მაგიდაზე ვითარების გადატანა დიპლომატიის ენაზე ნიშნავს კონფლიქტის მოგვარების დასაწყისს,თუმცა ეს ის კლასიკური შემთხვევა არ არის,როდესაც მოლაპარაკებებმა შესაძლოა დიდი გავლენა იქონიოს ომის დასრულებაზე, თავს თუ დავიზღვევთ და ვიტყვით,რომ ამ ეტაპზე ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა,ვიდრე ახლანდელი და უცებ გადაწყვეტილი. საქმე იმაშია,რომ ორივე მხარეს აქვს საკუთარი არგუმენტები და არც ერთი აპირებს უკან დაიხიოს, არც ომის მიმდინარეობაში და ცხადია, არც მოლაპარაკებებზე. მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ძალიან კარგად იცის შავი და თეთრი, ისიც კარგად მოეხსენებათ, რომელი მხარეა ამ ომში მართალი და ვინ დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები, თუმცა პოლიტიკურად უსირცხვილო რუსეთის ფედერაცია, რომლებიც ამ ომს ” განმანთავისუფლებელ” მოქმედებებს უწოდებენ, უკან არაფერზე დაიხევენ და მეტსაც გეტვით,მაქსიმალურად ივაჭრებენ მოლაპარაკების ყველა საგანზე.

უკრაინულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდაზე ქართველებისთვის კარგად ნაცნობი – დავით არახამია ჰყავს. მისი განცხადებით უკრაინის პოზიცია არის ძალიან მარტივად გასაგები ყველასთვის, მათ სურთ,რომ სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან გავიდნენ შემოჭრილი რუსი ოკუპანტები და მიიღონ მათგან გარანტია,რათა სამუდამოდ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას. ახლა მეორე საკითხია, რამდენად ენდობა არახამია და მთელი უკრაინა რუსების დაპირებას და გარანტიას,თუმცა მოლაპარაკების საგნად სწორედ ეს თემატიკაა. უკრაინული მხარე მაქსიმალურად იცავს საკუთარ პოზიციას, დონბასსა და ლუგანსკთან მიმართებაში და იქიდანაც რუსი ოკუპანტების გაძევებას მოითხოვს.

უკრაინულ მხარეს ძალიან ადექვატური და ლოგიკური პირობები აქვს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდაზე,თუმცა საპირისპიროდ ისეთი არგუმენტები და მოთხოვნები მოდის რუსეთის ფედერაციიდან,რომ ერთი შეხედვით არასოდეს მოხდება ამ ორ მხარეს შორის შეთანხმება. ისინი უკრაინისგან ითხოვენ “ნატოზე” უარის თქმას, ხოლო ლუგანსკსა და დონბასში დატოვებენ საკუთარ სამხედროებს და გაიმეორებენ იმ სცენარს,რაც 2008 წელს გააკეთეს საქართველოში. ეს მოთხოვნები ღიმილის მომგვრელია,რადგან ვინ და რუსეთი არ არის იმ პოზიციაზე,რომ პირობები აქეთ წამოუყენოს უკრაინას,ვინაიდან უდიდეს ზარალთან ერთად, თუ ამერიკელ სამხედრო ექსპერტებს დავუჯერებთ,როგორიცაა ბენ ჰოჯესი, ვარაუდობს, რომ რამოდენიმე დღეში რუსეთის მობილიზებული რესურსები ამოიწურება. სწორედ ამიტომაც, დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ რუსეთის ფედერაცია წვევამდელების ახალ კონტიგენტს გაუშვებს უკრაინაში.

ახლა თავად შეგიძლიათ განსაჯოთ რა ბერკეტი შეიძლება მოიძებნოს ამ ორ მხარეს შორის,რომ შეთანხმება შედგეს. ამ მოცემულობიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია,რადგან უკრაინა თავის მხრივ არაფრის დათმობას არ აპირებს და მეტიც, მათ უფრო კარგი პოზიციები აქვთ ახლა, ვიდრე ეს ქონდათ ომის პირველ დღეებში. ამ ყველაფერს მოწმობს ის ფაქტიც,რომ მოლაპარაკებების ოთხი რაუნდის შემდეგ ხელშესახები არაფერი მომხდარა და ალბათ არც არაფერი მოხდება. თუ შეთანხმება ვერ დგება მაშინ ომი გრძელდება,თუმცა ამასაც ექნება დასასრული. ეს ის ისტორიული შემთხვევაა,როდესაც დიპლომატია ვერაფერს შვრება და უძლური რჩება…