პოდოლიაკი: ნახეთ, თუ რამდენი რუსი სამხედრო გარდაიცვალა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსულ ჯარს უკრაინაში „ჯერ სერიოზულად არაფერი დაუწყია“.

„37 000 დაღუპული რუსი ჯარისკაცი. 98-117 ათასი დაშავებული ადამიანი. განადგურებულია 10 გენერალი. ჯართად გადაიქცა 1605 ტანკი, 405 თვითმფრინავი/ვერტმფრენი. რუსეთს ჯერ არ დაუწყია ბრძოლა? კრემლი ომს მხოლოდ სტალინის მათემატიკით – 20 მილიონი დანაკარგი – განიხილავს?“- წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ „რუსეთს ჯერჯერობით სერიოზულად არაფერი დაუწყია“.