პოდოლიაკი: რუსები მაცივრებს მოიპარავენ, ჩვენს ისტორიას ვერა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღესთან დაკავშირებით და ამ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

„დღეს უკრაინა აღნიშნავს სახელმწიფოებრიობის დღეს და კიევის რუსეთის ნათლობის დღეს. დღეს 2 ათეული რაკეტა გაისროლეს ჩვენი ქალაქების მიმართულებით. რუსებს შეუძლიათ მოიპარონ მაცივრები, მაგრამ არა ჩვენი ისტორია. როდესაც კიევი იყო კულტურული დედაქალაქი, მოსკოვი ჭაობი იყო და ასეთივეა ახლაც“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.