უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, კლინიკა “ვივა მედიდან” CNN-ის გავრცელებულ კადრებს ეხმაურება. პოდოლიაკი წერს, რომ საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას, რაც ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აფერხებს.
“საქართველო აგრძელებს ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობას. უდაოდ, ეს აფერხებს საქართველოს ევროპულ პერსპეტივებს. ასეთი მიმზიდველია რუსული (საბჭოთა კავშირი 2) ბანაკი? ასეთი მნიშვნელოვანია “სასიკვდილო საჩუქრის” მიცემა პუტინისთვის, რომელიც მაინც წააგებს? ან ქვეყანას ჰქონდეს ისეთი რეპუტაცია, რომელმაც პრეზიდენტი აწამა?”, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.