საქართველო-უკრაინამ გერმანელი გენერლის თანამდებობა შეიწირა. რამდენიმე წუთის წინ თანამდებობიდან გადადგომა მოუწია 56 წლის გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს კაია-ახიმ შენბახს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველო და უკრაინა ცუდ კონტექსტში მოიხსენია.
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაია-ახიმ შენბახი მიიჩნევდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში არ უნდა მიიღონ. ამასთან გერმანელი გენერალი მიიჩნევდა, რომ საქართველო შეესაბამება ალიანსის კრიტერიუმებს, უკრაინა კი – არა, რადგან ის ნაწილობრივ ოკუპირებულია. ანუ გამოდის ნატოს წევრი სახელმწიფოს სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი არ აღიარებს საქართველოს ოკუპაციას.
“დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება თუ არა ალიანსის ის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა“, – განაცხადა გერმანელმა ვიცე-ადმირალმა და დასძინა, რომ ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში სხვა სიტუაცია არსებობდა. „ისინი საბჭოთა ოკუპაციამდე დამოუკიდებლები იყვნენ, ხოლო უკრაინა საბჭოთა კავშირში შედიოდა“ .
ეს და სხვა სკანდალური განცხადებები, გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კაია-ახიმ შენბახმა მაროხარ პარიკარის სახელობის ინდოეთის თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.