როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი (მისი თხოვნით) დღეს ვიმყოფებოდი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ჩემი ინფორმაციით, ჩემი არშეშვების პერიოდში მასთან სხვა ვიზიტორი არ იმყოფებოდა და მიუხედავად ამ გარემოებისა და საათზე მეტი ლოდინისა, ჩემს მიერ წარდგენილი ორდერისა და ადვოკატის მოწმობისა, მასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მომეცა და არც იმის თქმა ისურვეს, მომეცემოდა თუ არა.
საქართველოს კონსტიტუციით დაცვის უფლება, ხოლო ჩემი, როგორც ადვოკატის საქმიანობა უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია. დღეს ეს უფლებები სამწუხაროდ უგულვებელყოფილ იქნა სახლემწიფოს მხრიდან. იმედს გამოვთქვამ, ეს გაურკვევლობა სამომავლოდ აღარ განმეორდება. მანამდე კი გთხოვთ შეისწავლოთ ეს საკითხი და მიიღოთ სათანადო ზომები.