ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი CBS News-თან ინტერვიუში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.
“ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, რომ რუსეთი არ უნდა შეიჭრას უკრაინაში და დაარღვიოს მისი სუვერენიტეტში, რომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ – და ჩვენ ვდგავართ ერთად – მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან ამ კუთხით და ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ გამოვიყენოთ სანქციები, როგორიც თქვენ აქამდე არ გინახავთ”, – თქვა კამილა ჰარისმა.
კამილა ჰარისმა არ დააკონკრეტა სანქციები პუტინს შეეხება თუ არა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი დიალოგი აქვთ და ამას ნათლად უხსნიან.