უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დონბასში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები დარტყმის ქვეშ არიან. ეს არის აგრესიის ომი. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა შეაჩეროს პუტინი. ახლა მოქმედების დროა“, – წერს კულება „ტვიტერში“.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, 24 თებერვალს, გამთენიისას, დილის 5 საათზე, ომი დაიწყო.
აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.