რუსეთი უკრაინას ბელარუსიიდანაც დაესხა.
ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და იარაღის გამოყენებით.
“ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმიდანაც. ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა”, – ნათქვამია განცხადებაში.