BBC უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების პირველი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს . რუსული ძალების მიერ დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.
ოდესის მახლობლად, პოდილსკში სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა და შვიდი დაშავდა. ქალაქ მარიუპოლში ერთი ადამიანი დაიღუპა.
დაკარგულია ცხრამეტი ადამიანი.
აშშ და დიდი შვიდეული დღეს რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე.