უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყანაში რუსული და ბელარუსული რუბლებით სავალუტო ოპერაციების განხორციელება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Ukrinform-ი წერს.
„აკრძალულია უფლებამოსილი დაწესებულებისთვის ნებისმიერი სავალუტო ტრანზაქციის განხორციელება: რუსული და ბელარუსული რუბლის გამოყენებით, იურიდიული ან ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც არიან რუსეთის ფედერაციაში ან ბელარუსის რესპუბლიკაში“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
ამავდროულად, შეიზღუდა კლიენტის (ფიზიკური პირების) ანგარიშიდან ნაღდი ფულის გატანა დღეში 100 000 გრინვაზე დიდი ოდენობით.