რუსული ჯარები კიევის მიმართულებით გადაადგილდებიან

რუსული ტანკები ჩერნობილის ზონიდან კიევის მიმართულებით გადაადგილდებიან. ინფორმაციას სახელმწიფო უწყებაზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.


CNN და NBC News აშშ-ის შტაბების გაერთიანების კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვით, რუსული ჯარი კიევიდან 32 კილომეტრშია.

ტანკების კოლონის შეკავება, ჯერჯერობით ივანკოვთან მოხერხდა, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა მდინარე ტეტერევზე არსებული ხიდი ააფეთქეს.

“ივანკოვი კიევის საზღვრიდან ახლოს მდებარეობს და ამის შემდეგ ვიშგოროდის გავლით კიევზე შეტევის შესაძლებლობა იხსნება“, – წერს „უკრაინსკაია პრავდა“.