,,ჩვენ მარტო დავრჩით”,- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა დახმარებისკენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს უკრაინა რეალურად მარტოა, მაგრამ მათ არაფრის ეშინიათ.


,, ჩვენ მარტო დავრჩით. არავის სურს ჩვენთვის ბრძოლა. მათ არ სურთ ჩვენი ნატოში მიღება, რადგან უსაფრთხოების გარანტიების ეშინიათ.დღეს 27 ევროპელ ლიდერს პირდაპირ ვკითხე – შევა თუ არა უკრაინა ნატოში. ყველას ეშინია. არ მპასუხობენ.თუმცა ჩვენ არაფრის გვეშინია. მე ჩემს ხალხთან ერთად დედაქალაქში ვრჩები. ჩემი ოჯახიც უკრაინაშია. გვაქვს ინფორმაცია, რომ მტერმა ნომერ პირველ სამიზნედ მე ამირჩია, ნომერ მეორე სამიზნედ კი ჩემი ოჯახი.”


ზელენსკი ყველას მადლობას უხდის დახმარებისთვის და აღნიშნავს, რომ უკრაინელები თავიანთ ქვეყანას მედგრად და სამაგალითოდ იცავენ.


,,დღეს უფრო მეტად, ვიდრე გუშინ, ჩვენმა ბიჭებმა და გოგოებმა, უკრაინის ყველა დამცველმა, მტერს პირველივე დღეს არ მისცეს საშუალება, განეხორციელებინა შემოჭრის ოპერატიული გეგმა, მტრის მიმართულებების უმეტესობა შეჩერებულია და ბრძოლა მიმდინარეობს.

ჩვენ მარტო ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან ადევნებენ თვალს. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენ გვესმის, ჩვენს ცაში და ჩვენს დედამიწაზე, რომ ეს საკმარისი არ არის”