მაკრონი მზადაა შუამავალი იყოს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე შუამავლი იყოს.


“ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, გამოვიჩინო ინიციატივები, როდესაც ამას უკრაინა მოითხოვს, რათა დაგმობისას, სანქცირებისა და გადაწყვეტილებების მიღების დროს დავტოვო ეს გზა ღია”, – აცხადებს მაკრონი.


მაკრონმა პუტინი ორპირობაში დაადანაშაულა, მისი თქმით, რუსეთის თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ის და სხვა ევროპელი ლიდერები მინსკის შეთანხმების შესრულებას განიხილავდნენ.