საქართველოს პარლამენტში შესვლაზე შეზღუდვები დააწესეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული არ შეეხებათ მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს.
” ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა”,- აღნიშნულია განცხადებაში.