ირაკლი კობახიძის განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების შესახებ

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ უქმდება. ხდება მხოლოდ ორი სამსახურით ჩანაცვლება. მისივე განცხადებით, ლონდა თოლორაია აღნიშნულის აცნობეს, კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირების შემდეგ.

“რაც შეეხება ინსპექტორის სამსახურს, პრაქტიკულად საყოველთაო რეკომენდაცია თავის დროზე იყოს ის, რომ ეს სამსახური უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული ორ ნაწილად და გამიჯნული უნდა ყოფილიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალური მონაცემთა დაცვის ფუნქციები, თავის დროზე, კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ეს ასე არ გაკეთდა, ასე არ მოხდა, ახლა არის დრო იმისთვის, რომ ეს ინსტიტუციური რეფორმა გატარდეს.

ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით სინამდვილეში, არავითარი ფუნქციები არ აკლდება ამ სამსახურს მთლიანობაში, პირიქით, ემატება კონკრეტული ფუნქციები გამოძიების ნაწილში. როცა მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ ჩვენ სამსახურის ხელმძღვანელი საქმის კურსში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.