ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება

ოკუპირებული ყირიმიდან ოდესის მიმართულებით 11 სადესანტო გემი მიემართება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამისთვისაც მზადაა.


„ისინი შესაძლოა, დესანტის გადმოსხმას ეცადონ, თუმცა ვნახოთ, რას ნიშნავს რუსი სამხედროების მიერ სადესანტო ოპერაციის შესრულება და რას ნიშნავს უკრაინელი სამხედროების მიერ სადესანტო ოპერაციის წინააღმდეგ თავდაცვითი მოქმედებების შესრულება. ვფიქრობ, ჩვენები ყველაფერს, ჩვეულებისამებრ, უკეთ შეასრულებენ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.


არესტოვიჩი ადასტურებს, რომ საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს ქალაქი ბერდიანსკი, რადგან იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები არ იმყოფებოდნენ.