რუსებმა ბერდიანსკის ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ბერდიანსკში რუსულმა ძალებმა ყველა ადმინისტრაციული შენობა დაიკავეს.


მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანრ სვიდლი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი კომიტეტის შენობაში რუსი სამხედროები შევიდნენ, რომლებმაც ქალაქის ადმინისტრაციული შენობების დაკავების შესახებ განაცხადეს და თანამშრომლებს მათი კონტროლის ქვეშ მუშაობის გაგრძელება მოსთხოვეს. მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ქალაქის ხელისუფლების წევრებმა შენობა დატოვეს.


გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივი ტელევიზიის შენობაც დაიკავეს.