მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი პრეზიდენტების შეხვედრას აფასებს და ამბობს,რომ მეოთხე პრეზიდენტმა შანსი გაუშვა, როდესაც მის ხელთ არსებული ბერკეტი არ გამოიყენა და მიხეილ სააკაშვილი არ შეუწყალა.
იმედი მაქვს, რომ მეოთხე პრეზიდენტი შედის იმისთვის, რომ განიხილოს მისი ახლო მომავალში გათავისუფლების საკითხი. ალბათ ილაპარაკეს ქალბატონმა სალომემ, ჩვენმა პრეზიდენტმა და ბატონმა მარგველაშვილმადა მიშაც ვიცი, რომ ძალიან დიდი მოლოდინით ელოდება, მიშა პატივს სცემს მარგველაშვილს, ესეც ვიცი, თუმცა ეს ყველაფერი არ იქნებოდა, ეს პრობლემები არ დადგებოდა, ბატონ მარგველაშვილს უფრო ოპერატორიულად რომ ემოქმედა და უფრო გაბედული რომ ყოფილიყო როცა მას ძალაუფლება ეკავა. მან შანსი გაუშვა ხელიდან, – თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.