ს.ი.ს-ის რეორგანიზაცია თუ დაპირისპირება გახარიასთან?

რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ და ს.ი.ს. (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური) მა სრულიად მოულოდნელად მედიიის საშუალებით შეიტყო სამსახურის გაუქმების და მის ადგილზე ორი უწყების შექმნის შესახებ.

თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა, ს.ი.ს.-ის პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას. დღეს დილიდან კი მედიაში გაჟღერდა ახალი ვერსია, სადაც საუბარია გახარიასთან დაპირისპირებაზე. კერძოდ ლონდა თოლორაია და მისი თანაშემწე, გიორგი გამეზარდაშვილი გახარიას კადრებად მოიაზრებიან, რადგან გახარიას ხელშეწყობით მოხდა მათი დანიშვნა. გახარიასთან კავშირზე და დაკონკრეტების გარეშე პრეზიდენტთან შეხვედრამდე დღეს ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ. ხელისუფლების განცხადებით კი, სამსახურის გაუქმება და ორ ნაწილად გაყოფა, რეფორმის და რეორგანიზაციის ნაწილია, რათა უფრო ეფექტური გახდეს მათი მუშაობა.