ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას ხვდება. 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას შეხვდება. 

შეხვედრა რამდენიმე წუთში, ინსპექტორის სამსახურის ოფისში შედგება. 

ცნობისთვის, დღეს ლონდა თოლორაიამ ხელისუფლების გეგმაზე, გააუქმოს ინსპექტორის სამსახური,ბრიფინგი გამართა. ის ამბობს, რომ უწყების გაუქმების შესახებ “ოცნების” ინიციატივა მანაც მედიის საშუალებით გაიგო, მაშინ, როდესაც დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდა – რატომღაც ჩაითვალა ეტყობა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ შევძლებდი სამსახურის და თანამშრომლების დაცვას. – განაცხადა თოლორაიამ.