მესამე და მეოთხე პრეზიდენტებს შორის, შეხვედრა შედგა. მათ ისაუბრეს, საქართველოს გარე და შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე. შეხვდერის შემდეგ, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, ვრცელი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს.
გიორგი მარგველაშვილიმა და მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრეს, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე. დეტალურად გაუზიარეს ერთმანეთს და მიმოიხილეს, ქვეყნის ირგვლივ შექმნილი, ძალიან, რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორიც არის რუსეთი.
”რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ძაან ახლობელ უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით, ძირითადში ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების, გავიზიაროთ ეს ძალიან ღრმა შეშფოთება ქალბატონ სალომესთნ ერთად”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ვიღვაწოთ იმ მიმართლებით, რომ რაღაც მომენტში მთელ აი ამ დაპირისპირებას, რაც ჩვენ შორის არის შეიძლება ძალიან მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვნ ყველას უნდა გვქონდეს ფუნდამენტი და საფუძველი გაერთიანებისა ერთი მტრის წინააღმდეგ.
ამ თვალსაზრისით ბუნებრივია მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამას უკვე ჩემგან ვამბობ პიროვნულად რომ ჩემთვის ადამიანი რომელიც აქ არის პატიმრობაში ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და აი ამას უნდა გაუსწირით თვალი რო ჩვენ საქართველოში ერთ ერთი პუტინთან დაპირისპირებაში მყოფი ადამიანი და პოლიტიკოსი, არა მარტო საქართველოს კონტექსტში არამედ სხვა თვალსაზრისითაც, რმადენიც არ უნდა გვქონდეს ჩვენ უთანხმოებები ერთმანეთთან ან წარსულში ან მომავალში ეს არის პუტინის უმთავრეს ინტერესშია რო ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი.
ეს არის ჩემი პირადი შეფასება, იმ ვითარებისა, განსაკუთრებით იმის მერე რაც დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენ, არსებულ ვითარებაზე. ეხლა, აქედან გამომდინარე ვთანხმდებით რა, ორივე, რომ დიდი ხანი გაგრძელდა ეს ანალიზი და შეფასება,ჩვენ მიგვაჩნია რომ პრეზიდენტების და მთავარსარდლების გაერთიანება ამ თვალსაზრისით და ტემპერრატურის დაწევა შიდა დაპირისპირებაში, არის უაღრესად მისასალმებელი დროული და მხარდასაჭერი.
ჩვენ, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ორივემ და გამოვხატეთ მზაობა იმისა, რომ ბუნებრივად როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ახალი ფურცლის გადაშლაზე, ახალი ტრადიციის შექმნაზე, ახალი გამოწვევების წინაშე მზადყოფნაზე, ბუნებრივი იქნებოდა, რომ ჩვენ აუცილებლად ჩავატაროთ სამი პრეზიდენტის ფორმატი და ამ ფრომატმა, ყველა თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, რა დამოკიდებულება გვაქვს სამივეს, ერთმანეთის მიამართ, ქართველ ხალხს, გავუგზავნოთ გზავნილი რომ საერთო დაპირისპირების და საერთო მტრის წინააღმდეგ ჩვენ ყოველთვის ვერთიანდებოდით და დღესაც ვიქნებით გაერთიანებული.
ამის პარალელურად, მე პირადად მინდა ავღნიშნო, რომ საჭიროა გარკვეული პოლიტიკური მორატორიუმი გამოვაცხადოთ, ჩვენი შეფასებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს საქმეები არის სააკაშვილის, ხაზარაძის, მელიას, გვარამიას საქმეები, რომლებიც საზოგადოებაში მიიჩნევა პოლიტიკურად მოტივირებულად.
კიდევ ერთხელ, ყოველგვარი იურიდიული შეფასების გარეშე, უბრალოდ წინაპირობად, ამ ურთიერთობის უნდა იყოს, რომ ჩვენ, ამ მრგვალ მაგიდასთან, ყველა ვინც მიუსხდებით და ვისაუბრებთ, საქართველოს ერთიან და მთლიან პოლიტიკაზე, ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიც არის – ჩვენი უმთავრესი გეოპოლიტიკური გამოწვევები, ამ ნაწილში ჩვენ ვერ ვიქნებით, ზოგი პატიმარი და ზოგი დევნის ობიექტი, ამ პერიოდისთვის ამ საქმეებზე უნდა გაკეთდეს მორატორიუმი.
- პრეზიდენტის და თვენი პოზიცია მოშიმშილეებთან დაკავშირებით.
შიმშილობის თემა, რომელიც მიმდინარეობს ეხლა, ნაციონალური მოძრაობის ოფისში, მე რაც შემიძლია ვთქვა ეს არის, რომ ბატონი პრეზიდენტი, ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე ვინც ეხლა შიმშილობენ. ჩვენი ორივეს განწყობა არის, რომ თუ შესაძლებელია,ურჩიოთ ამ ადამიანებს, რომ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. შეიქმნას შიმშილობის განელების მოტივაცია, ძალიან დარდობს ბატონი პრეზიდენტი ამ საკითხებთან დაკავშირებით.
- რამდენად წამოვა საქართველოს თავრობა მოლაპარაკებაზე?
ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ქართულ ოცნებას არ აწყობს ასეთი დაძაბულობის კერა, მაგრამ ის ვისაც ნამდვილად აწყობს და ეს ვისაც, ნამდვილად მოსწონს, არის ჩვენი ქვეყნის ჩრდილო მეზობელი.
- გაქვთ თუ არა მოლოდინი შედგეს სამი პრეზიდენტის შეხვედრა?
მე აბსოლიტურად ლოგიკურად მიმაჩნია ესეთი შეხვედრა. არ მესმის ხოლმე ამ საკითხის მიმართ რაღაც აღმატებული შეუძლებლობის ხარისხის მინიჭება, შეიძლება კი ეს მოხდეს? რაზე ვსაუბრობთ? ქალბატონმა სალომემ აჩვენა ნამდვილად სრული გახსნილობა ოპოზიციასთან საურთიერთოდ. მე როგორც ვიცი ახლა, ამ წუთებში ის ხვდება ოპოზიციის ლიდერებს და ბუნებრივია, სამი პრეზიდენტის შეხვედრა, ბევრად კიდე უფრო ნაკლებად, ასე ვთქვათ ნაკლებად რთულია, ვიდრე იმ ადამიანებთან ვისთანაც ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრები. ასე რომ არა მარტო ლოგიკურ, მე ძალიან ბუნებრივ და იოლ ნაბიჯად მიმაჩნია ამ ყველაფრის გაკეთება.
- როგორ ფიქრობთ მმართველი გუნდი წავა დათმობაზე?
ჩვენ, პროცესს გავდივართ ხოლმე ნაბიჯ-ნაბიჯ და რა ერთბაშად. მე მიჩნია, რომ ეს უნდა იყოს ის პოზიცია, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობს, არსებული ვითარების ნორმალიზების პროცესისგან. რა ეტაპებით განხორციელდება. ეს ყველაფერი და რა ნაბიჯები გადაიდგმება, პირველი ვინ მხარს დაუჭერს და მეორე ვინ დაუჭერს მხარს, როგორ გახდება ეს საყოველთაოდ მისაღები პოლიტიკა, ამას ვნახავთ. არ შეიძლება, ჩვენ ვსაუბრობდეთ ქვეყნის ერთიანობაზე, იმ მომენტში, როდესაც ქვეყნის ნახევარს, ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნია და არ შეიძლება მრგვალი მაგიდის წევრები იყვნენ დევნილები, ან ისხდნენ პატიმრობის საკანში.