კელი დეგნანის განცხადება

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი უმრავლესობის ახალ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას გულისხმობს.

“სამწუხაროდ ეს პროცესი ამ კანონმდებლობის შემუშავების, წარიმართა ყოველგვარი კონსულტაციების და გამჭვირვალობის გარეშე, მათ შორის არ ყოფილა კონსულტაციები თავად სახელმწიფო ინსპექტორის ოფისთან, რომ არაფერი ვთქვათ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თუ ამ სფეროს ექსპერტებთან, მაშინ როცა არ იყო საჭიროება, რომ პროცესი წარმართულიყო ასე ნაჩქარევად.

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორმა გვითხრა, რომ მისმა ოფისმა წარუდგინა საკანონმდებლო შეთავაზება, რომელიც გულისხმობს ამ სააგენტოს გაძლიერებას, თუმცა ამ კანონმდებლობის განხილვა არ მომხდარა. ყველაზე მეტად პრობლემატური საკითხი არის ის, რომ ეს ახალი კანონი შეიცავს იმ რეგულაციას, რაც გულისხმობს თანამშრომლების გათავისუფლებას სახელმწიფო სამსახურიდან მარტის თვეში, მაშინ როცა არანაირი კითხვის ნიშანი ამ თანამშრომლის მიმართ არ ყოფილა”,-თქვა კელი დეგნანმა.