პრეზიდენტის მეორედ მოტაცება სცადეს

გორის ჰოსპიტალში, პრეზიდენტის გადასაყვანად ბადრაგირების მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა შევიდა.
მასთან პალატაში შესული, რუსთავის მე-12 დაწესებულების ბადრაგის თანამშრომლები პრეზიდენტმა პალატიდან გაყარა. მომხდარი დაპირისპირების მერე მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. როდესაც გონს მოვიდა, უკვე ექიმების გარემოცვაში იმყოფებოდა და მას დამამშვიდებლებს უკეთებდნენ.