მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საქმეზე ბრალდებულებმა ბრალდება აღიარეს

მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებმა წარგდენილი ბრალდება აღიარეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, პროცესზე წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელთა შორის აღიარებითი ჩვენებებიცაა.

“მტკიცებულებები არის აღიარებითი ჩვენება, ოთხივე ბრალდებულის. ასევე, სხვა მოწმეების ჩვენება, ვიდეომასალა, დეტალურად თუ საიდან, როდის, რა ვითარებაში ჩამობრძანდა ბრალდებული, სად გადაადგილდებოდა, შესაბამისად წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით დასტურდება ერთი გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჰქონდათ ცნობა და მათ დაფარეს დანაშაული”, – ამბობს პროკურორი.