“შევხვდი, როგორც ექიმ მკურნალ ნევროლოგს, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თავად პაციენტსაც. როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს დასმულია ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად პაციენტი ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი, ამჟამად ის თავს კარგად არ გრძნობს და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ნევროლოგთან, თუმცა მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ დინამიკა დადებითია”,-თქვა საბა ბრაჭულმა.
•