“გირჩი” ნაციონალურ მოძრაობას გარიგებას სთავაზობს

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს.

“ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე – საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები და მათთან შეკრული ვართ. ეს არის ჩვენი ორი პირობა, რათა “ნაციონალურ მოძრაობას” ამ საქმეში მხარი დავუჭიროთ. ჩვენ ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს კოლეგებთან ნორმალური ურთიერთობა”, – განაცხადა იაგი ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.