თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ ფსკაკი ყაზახეთის მოვლენებში აშშ-ს ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული “რუსული ბრალდებებია” და ინფორმაცია სიცრუეა.
“თვალს ვადევნებთ ყაზახეთის პროტესტების ცნობებს. მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ მოწოდებებს, დემონსტრანტების მიერ მშვიდობიან თვითგამოხატვასა და ხელისუფლების მიერ თავშეკავების გამოჩენას. არსებობს რუსული შეშლილი ბრალდებები, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ დგას. ეს აბსოლუტურად სიცრუეა და ცხადია, რომ ბოლო წლებში ნანახი სტანდარტული რუსული დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს ნაწილია, რომელიც ბოლო წლებში ხშირად გვინახავს”,-თქვა ჯენ ფსაკიმ.