მაგნიტსკის სიის ქართული ანალოგი. ხელისუფლებას ახალი თავსატეხი გაუჩნდა, არავინ იცის ვინ რა კრიტერიუმით მოხვდება და ვისთვის ჩაიკეტება დასავლური სამყარო, ვინ ვეღარ შეძლებს მილანში “შოპინგს” ანდაც ნიცაზე დასვენებას თუ დაბადეის დღს აღნიშნვნას.. სიის შექმნის იდეას რომან გოცირიძე გამოეხმაურა და განმარტავს თუ რატომ და რამდენად არის შესძლებელი მსგავსი სისი შედგენა.
“მაგნიტსკის” ქართული სია უნდა შედგეს!როდესაც ამერიკა პერსონალურ სანქციებს უწესებს რუს, ბელარუს თუ უკრაინელ ჩინოვნიკებს, რაც ძირითადად სავიზო შეზღუდვებს გულისხმობს, რითი სარგებლობს ამერიკული მხარე, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებებით?
ვის დაუჯერა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, როცა ახლახან სანქცია დაუწესა უკრაინის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თვმჯდომარეს კორუფციული საქმიანობისათვის? ან მისი ცოლი რა შუაშია? ან ვინ დაამტკიცა მისი დანაშაული, როცა ბრალიც კი არა აქვს ჯერ წაყენებული?
სავიზო შეზღუდვა ანუ პერსონალური სანქციის დაწესება, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ყოველგვარი ახსანა-განმარტების გარეშეც. “მაგნიტსკის გლობალური აქტი” ამერიკის მთავრობამ მიიღო, რუსეთში ადამიანის უფლებების დამრღვევი პირების წინააღმდეგ. შემდეგ მოახდინა ამ კანონის განვრცობა სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებზეც. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა უკრაინელი მოსამართლე და მისი ცოლი ამ სიაში.
საქართველოში აშკარაა მოსამართლების, პროკურორების და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან, პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. თუ პირადი საფრთხე არ იგრძნეს მათ, რა შეულის ხელს, რომ კვლავ არ იდგნენ უსამართლობის სამსახურში?
როცა პრემიერ-მინისტრი, გაყოყოჩებული აცხადებს ამერიკის და ევროპის ელჩების წინაშე, რომ “ამაყი ერი ვართ “ და “თავს არავის დაუხრის”, რაც უბრალო ენაზე იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს რეპრესიებს, არჩევნების გაყალბებას და ბიუჯეტის ქურდობას, რა ენაზე უნდა დაელაპაროკოს მას ჩვენი საერთაშორისო მეგობრები? რომ არა მათი მხარდაჭერა ამ მძიმე დროს არც ბიუჯეტი გვექნებოდა და არც ლარი, მხოლოდ გასულ წელს 1,5 მილიარდი დოლარი მიიღო ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილიზაციისათვის.
დაუწესონ სანქციები ქვეყანას? -მძიმე ნაბიჯია. დაუწესეონ პირადი სანქციები ჩინოვნიკებს?-არც თუ ისე რთული საქმეა.
სწორედ სანქციების შიშის გამო აწკავწკავდნენ “შავი სიის” ხსენებაზე ხელისუფლებაში. შავი საქმეების მკეთებლებს სწორედაც რომ შავი სია მოუხდებოდათ, მაგრამ თუ სახელი არ მოსწონთ( რაც მხოლოდ ჟარგონია), უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაში მას: “ადამიანის უფლებათა მაგნიტსკის სახელობის გლობალური აქტი” ჰქვია, რომლის საფუძველზეც შემდეგ დგება “მაგნიტსკის სია”.
მსგავსი დოკუმენტი მიღებული აქვს ევროპის ბევრ ქვეყანას, ასევე ევროპარლამენტსაც აქვს მიღებული შესაბამისი რეზოლუცია. “მაგნიტსკის სიის” ქართველ კანდიდატებს უნდა იცნობდეს მთელი ქვეყანა და ეს სია უნდა გაეგზავნოს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ვინ უნდა შეადგინოს და რა კრიტერიუმებით, ეს არ არის ძნელი, ამის საერთაშორისო გამოცდილება არსებობს”-წერს საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე.