პრემიერ-მინისტრის გეგმები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება, პოლიტიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და დასტაბილურებულია. ახლა უნდა ვიმუშაოთ – საქმე, საქმე და საქმე. მხოლოდ საქმეზე უნდა ვიფიქროთ და მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ.

მისი თქმით, წელს ხელისუფლების მთავარი ამოცანა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.“ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნაა. ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის ინიციატივაზე. ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყოს წასული ევროპაში. რამდენიმე ქვეყნის მაგალითი დაამუშავეს და იანვრიდან ვიწყებთ ამ პროექტს. შევქმნით ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2 200 ლარს გადააჭარბებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლავ დიდი ყურადღება დაეთმობა განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას.„ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს.

მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 270 მლნ. ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი – 243 მლნ. ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ. ლარს მიაღწევს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.